

უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 2 წლით ყოფნის უფლება.
ამ დრომდე უკრაინელებსა და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდა, საქართველოში მხოლოდ ერთი წლით ყოფნის უფლება ჰქონდათ. გამონაკლისი ამჯერად მხოლოდ უკრაინა იქნება.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილებით – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიენიჭათ.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 95 სახელმწიფოა, მათ შორისაა რუსეთის ფედერაცია.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.