

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი საშტატო ერთეული – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე დაემატა. ეს საკითხი საკრებულომ 6 თებერვალს განიხილა და მერიას დაეთანხმა.
ახალი შტატის დაშვების აუცილებლობას ფრაქციების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ხარაგაულისთვის“ წარმომადგენლები ვერ ხედავენ. მათი თქმით, ეს შტატი კონკრეტული პირის დასაქმების მიზნით იქმნება.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ამბობს, რომ „მერიის ამ სამსახურში 67 თანამშრომელია დასაქმებული. მოადგილე მას საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება; მუდმივ კომუნიკაციაში იქნება სოფლებთან, ამ სამსახურის ოთხი განყოფილების თანამშრომლებთან, – სად რა პრობლემა და ჩავარდნაა“.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსი, სავარაუდოდ, მარტში გამოცხადდება.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.