

14 თებერვალს, 12:00 საათზე, ხარაგაულის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება, თბილისის „ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრის“ სპეციალისტების მონაწილეობით. მოწვეული არიან ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგები გიორგი მიკუჩაძე და გიორგი კერესელიძე.
მობრძანდით აქციაზე, თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში დამატებითი ლაბორატორიულ და/ან ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას „რეგონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ კლინიკაში შეძლებთ.
ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, დიმიტრი კოჩაძის, ინფორმაციით, სამედიცინო აქციის დღეს, მერიის ორგანიზებით, მიკროავტობუსები პაციენტებისათვის უსასყიდლოდ იმოძრავებს დაბა ხარაგაულიდან, ვარძიიდან, წყალაფორეთიდან და კიცხიდან.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი მადლობას უხდის „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ – გიორგი აბაიაძეს, „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს, მოწვეულ სპეციალისტებს და ადგილობრივ მერიას გაწეული დახმარებისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,