

„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში ვერტყვიჭალაში ტრენაჟორები და ფანჩატური უნდა მოეწყოს. ამ მიზნით ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი მეოთხედ 23 907 ლარზე გამოაცხადა. სამშენებლო კომპანიებისგან წინადადებების მიღება 7 ნოემბერს მთავრდება.
„ამ პროგრამის ფარგლებში ღორეშაში მინი ფეხბურთის მოედნის, ხარაგაულში ფრენბურთის სტადიონისა და ფარცხნალში ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ხარაგაულის სერზე ტურისტული ლოკაციის (საქანელები, ფანჩატური) მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულდა.
კიცხში „ლილეს წყაროს“ მოსაწყობად ტენდერი მეოთხედ რომ გამოვაცხადოთ, შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ველოდებით.
2023 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ აუცილებლად გაგრძელდება. კონკურსს საპროექტო წინადადებების მისაღებად, სავარაუდოდ, იანვარში გამოვაცხადებთ“.
საქართველოსა და გერმანიის მთავრობების თანამშრომლობის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს. ამ პროგრამის განსახორციელებლად ხარაგაულის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
ფოტოზე: ფრენბურთის მშენებარე სტადიონი ხარაგაულში
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.