
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება იგეგმება.
მოქალაქეებს ევექსის ქსელის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრისა და კრისტიან კილის ონკოლოგიის ცენტრის ექიმები მოემსახურებიან.
კერძოდ, უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი სპეციალისტები:
კარდიოლოგი
რადიოლოგი
ნევროლოგი
მამოლოგი
გინეკოლოგი
უროლოგი
ოფთალმოლოგი
ანგიოლოგი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების მიერ პარალელურად ჩატარდება ტესტირება აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.
ეს სამედიცინო აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით დაიგეგმა.
ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“
პირველ ივნისს ნიკო კეცხოველის სასკოლო
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა