

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 3-3 კბმ შეშის შეძენას გეგმავს.
მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტში, ამ მიზნით, 30 ათასი ლარია გათვალისწინებული. ჭიპაშვილის თქმით, ამ თანხით, დაახლოებით, 300 კბმ შეშას შეისყიდიან.
უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების შესახებ ინფორმაციის თვითმმართველობაში წარდგენა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს დაავალა. მერის ინფორმაციით, რიკოთის ავტობანისა და ახალი რკინიგზის მშენებელი კომპანიები ამ მშენებლობების არეალში მოჭრილ საშეშე მერქანს მუნიციპალიტეტს აღარ გადასცემენ. ამიტომ საშეშე მერქნის შესაძენად ტენდერი უნდა გამოაცხადონ.
კობა ლურსმანაშვილის თქმით, ოჯახებს, რომლებიც საშეშე მერქანს მიიღებენ, მის დაპობასა და დამზადებაში, სოციალურად დაუცველთა პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირები უნდა დაეხმარონ.
საშეშე მერქანს კონკრეტულ ოჯახებს „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ მიუტანს.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე