

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 16-18 სექტემბერს ჭიათურაში ტურისტული ფესტივალის ჩატარება იგეგმება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, ნაოსნობა, ველოტური, სპალეოტურიზმი; მეკლდეურობა და ვია ფერატას შოუ. წარმოდგენილი იქნება კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers.
ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან – იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალის პარტნიორია სვერის სათავგადასავლო ბანაკი.
„მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე და მოიწყვე დაუვიწყარი თავგადასავალი“ – მოგვიწოდებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,