

ხარაგაულის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად გრიგოლ (გია) ჭიპაშვილი დაინიშნა.
ეს თანამდებობა ვაკანტური 2020 წლის დეკემბრიდანაა, – მას შემდეგ, რაც ამ სამსახურის უფროსი დავით დევდარიანი მერის მოადგილედ დაინიშნა.
გრიგოლ ჭიპაშვილი 2018 წლის მაისიდან ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ ხელმძღვანელობდა. ის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ღია კონკურსის წესით შეარჩიეს.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორად რევაზ შერგელაშვილი დაინიშნა. ის ამ დრომდე ამავე ცენტრში თავისუფალი ჭიდაობის სექციის მწვრთნელი იყო, პარალელურად ბაზალეთისა და ხარაგაულის #3 სკოლებში სპორტის მასწავლებლად მუშაობდა.
ფოტოზე: გრიგოლ ჭიპაშვილი და რევაზ შერგელაშვილი
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ვინ გახდა ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი
ხარაგაულის „სათნოების სახლში“ საწყობის გამგედ მერის თანაშემწის დედა დაინიშნა
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე