

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი სუბსიდირების გაზრდას ითხოვენ.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მერიას, დამატებით 12 ათასი ლარის მისაღებად, ხარაგაულში დრამატურგ კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დასადგმელად მიმართა.
ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება სუბსიდირების 20 ათასი ლარით გაზრდას მეწყერისა და სხვა სტიქიური მოვლენებით დაზიანებული გზების გასაწმენდად ითხოვს.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი დამატებით 10 ათასი ლარის გამოყოფის საჭიროებას წარმატებული სპორტსმენების წახალისების მოტივით ასაბუთებს.
„დიდი ხანია, ხარაგაულში წარმატებული სპორტსმენების წახალისებაზე ვსაუბრობთ, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – გამოიძებნა წახალისების სამართლებრივი ფორმა. ხარაგაულელი მოჭიდავეები ევსემ შველიძე და ზაურ ბერაძე თავისუფალი ჭიდაობის სექციის მწვრთნელსა და მოსწავლეებს დახმარება-კონსულტაციას გაუწევენ და ამისათვის მათ წახალისება მიეცემათ, ყოველთვიური ანაზღაურების ფორმით.
მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახშირდა მეწყერული პროცესები. დროული რეაგირებისათვის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დებულებაში ცვლილება შევიტანეთ და ამ მუნიციპალურ ააიპ-ს მიზნობრივი დაფინანსება მიეცემა. ეს ამ ორგანიზაციას, დამეწყრილი ადგილების გასასუფთავებლად, კომპანიის ტენდერით შერჩევის შესაძლებლობას მისცემს“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ამ სამი მუნიციპალური ორგანიზაციისთვის, ჯამში, 42 ათასი ლარის გამოყოფას ხარაგაულის მერია 2022 წლის პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან აპირებს.
ამ საკითხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 მაისს განიხილავს.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე