

„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი და გადაუჭრელია. დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტი დასრულდეს და 24- საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 350 მილიონი ლარით დაფინანსდება და 2025 წელს ყველა ქალაქს 24 საათიანი წყალი ექნება“, – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აპრილს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ამგვარი დაპირება ქართული ოცნების პრემიერმინისტრებისგან სისტემატურად ისმის, სახელდება კონკრეტული ვადებიც, კონკრეტულ თანხებთან და იმ ქალაქებთან ერთად, რომლებსაც წყალმომარაგების პრობლემა უნდა გადაუწყდეთ, მაგრამ, დახარჯული მრავალი ათეული მილიონის მიუხედავად, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემა არ უგვარდება.
მოსახლეობის წყლით სისტემური მომარაგების საკითხი ორმაგად საინტერესოა, რადგან, ერთი მხრივ, გამოკვეთს საჯარო სერვისებით უზრუნველყოფის პრობლემებს. ეს არსებითია იმ თვალსაზრისითაც, რომ ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. მეორე მხრივ კი, ცხადყოფს თვითმმართველობის მნიშვნელობას და იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება მოიტანოს სანახევრო რეფორმებმა, თუ არასათანადო პოლიტიკურმა გააწყვეტილებებმა. შესაბამისად, საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ:
განაგრძეთ კითხვა ვებგვერდზე „თვითმმართველობის დროა“.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.