

წელიწადნახევარია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ვაკანტურია ეკონომიკისა და ქონების მართვის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების უფროსების თანამდებობები.
რამდენიმე თვის წინ ვაკანტური გახდა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაც.
ხარაგაულის მერიამ კონკურსი სამი სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოაცხადა.
კონკურსით შეირჩევა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
კონკურსის თითქმის იგივე პირობებია ეკონომიკისა და ქონების მართის სამსახურის უფროსის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
ხარაგაულის მერიამ ასევე კონკურსი გამოაცხადა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში.
განცხადებების მიღების ვადა 22 იანვრამდეა. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი ვალდებულია განაცხადი წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.