

ხარაგაულის სათნოების სახლის დირექტორად დღეს, 13 იანვარს, მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა თამარ შავიძე დანიშნა.
ის სათნოების სახლის თაამშრომლებს მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა.
თამარ შავიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო სამი წელი, ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დამხმარე მოსამსახურედ მუშაობდა, ხოლო მანამდე – 2014-2018 წლებში კი – ,,ხარაგაულდასუფთავებაში“ შესყიდვების სპეციალისტად.
თამარ შავიძეს დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „გორგასალი“. ის სპეციალობით სტომატოლოგია.
2015 წლის ივლისიდან ამ დრომდე ხარაგაულის სათნოების სახლის დირექტორი გიორგი ჩიჩილიძე იყო. მისი თქმით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.
გიორგი ჩიჩილიძე ხარაგაულის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სპეციალისტად ხელშეკრულებით აიყვანეს.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.