

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან, მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მეურნეობის საკითხებში მრჩევლად იუზა (ვალოდა) კელენჯერიძე დანიშნა, ხოლო სოციალურ საკითხებში მრჩევლად – გივი თხელიძე.
იუზა კელენჯერიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2006, 2010, 2014 და 2017 წლების მოწვევის საკრებულოების წევრია. 2017 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
გივი თხელიძეც ხარაგაულის საკრებულოს წევრი იყო 2014 – 2021 წლებში. ის 2017 წლის მოწვევის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლებად 2021 წელს უჩა ბერაძე და ვარლამ თავზარაშვილი მუშაობდნენ. უჩა ბერაძე მერის მრჩეველი კულტურის განვითარებისა და რელიგიის საკითხებში იყო, ხოლო ვარლამ თავზარაშვილი – სპორტისა და ტურიზმის საკითხებში.
უჩა ბერაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 2021 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა, ხოლო ვარლამ თავზარაშილმა მრჩევლის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის თანამდებობრივი სარგო 2000 ლარია.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.