

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოქცეული ხევის საექიმო ამბულატორიისთვის ახალი შენობა უნდა აიგოს.
ამ მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ქონების მართვის ეროვნული საგენტო ხარაგაულის თვითმმართველობისგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 300 კვმ მიწის გადაცემას ითხოვს.
„მიწის ამ ნაკვეთზე ამბულატორიისთვის ახალ შენობას ავტობანის მშენებელი კომპანია ააშენებს, – ამბობს ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ალავიძე, – მერიამ რომ სახელმწიფოს მიწის უსასყიდლოდ გადასცეს, საკრებულოს თანხმობაა საჭირო“.
დეპუტატებმა ეს საკითხი დღეს, 12 იანვარს, ბიუროს სხდომაზე განიხილეს, ხვალ კი ამ თემაზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში