

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
საკრებულოს პირველ სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ კი სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი წაიყვანს.
პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ, რეგისტრაციაში გაატარებენ ფრაქციას და დაამტკიცებენ საკრებულოს ბიუროს შემადგენლობას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია იფუნქციონირებს:
ხარაგაულის საკრებულოს აპარატიდან მოპოვებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეს სულ სამი მოადგილე ეყოლება. ფრაქციების შექმნის შესახებ საკრებულოს აპარატისთვის ამ დრომდე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიუმართავს.
აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულოში ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარტიებს – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ბიუროს შემადგენლობაში საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები შევლენ.
ხარაგაულში საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ჩატარდება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.