

ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოპოვებული ინფორმაციით, ახალარჩეულმა საკრებულოებმა პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 სააათზე უნდა გამართონ.
პირველ სხდომას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის, ხოლო შემდეგ თანამდებობების პირების არჩევისა და სხვა პროცედურული საკითხების განხილვას საკრებულოს უხუცესი წევრი გააგრძელებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი ამირან ოქრომჭედლიძეა. ის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკრებულო 33 წევრიანი. მათგან 12 ქალია. საკრებულოს წევრი 11 მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრია.
ამ მოწვევის საკრებულოში, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ოთხი პარტიის („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გახარია-საქართველოსთვის“) წარმომადგენლები იმუშავებენ.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.