
ხარაგაულში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 6 ბავშვია.
ამით კორონავირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 2 765 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 136 პირი გამოჯანმრთელდა, 37 გარდაიცვალა.
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა ხუნევში, ღორეშაში, დაბა ხარაგაულში, წყალაფორეთში, საქარიქედში, ვახანში, ზვარეში, ახალსოფელში, ლეღვანში, ვარძიაში, ფარცხნალში, მარელისში, დიდვაკესა და კიცხში.
ამჟამად ხარაგაულში 592 ინფიცირებულიდან 33 საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაში 100 პირია.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან