

ცენტრალური საარჩევნო კომისია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის უფლებამოსილებათა ვადებთან დაკავშირებულ საკითხს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა.
ცესკომ არჩევნების შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა. შესაბამისად, ვადის ათვლაც საბოლოო შედეგების შეჯამებიდან დაიწყო.
საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.
P.S. „ჩემი ხარაგაულისგან“ მოპოვებული ინფორმაციით, ჯერ არ არის ცნობილი კონკრეტული რიცხვი, როდის გაიმართება ცესკოს სხდომა, სადაც ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი გამოცხადდება.
ინფორმაციას მისი მოპოვებისთანავე გაცნობებთ.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე