
„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, – ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს.
შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.
თავს ვგრძნობ კარგად.
ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.
დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!“
საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია, უკვე მე-13 დღეა, პარლამენტის შენობაში შიმშილობს ერთადერთი მოთხოვნით – ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება