

„რადიო თავისუფლებამ“ საქართველოს რეგიონული მედიის ისტორიასა და თანამედროვე ყოფაზე ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი „არაცენტრალური მედია“ გადაიღო.
„საქართველოში რეგიონული მედიის რეიტინგებს არავინ ითვლის. ადგილობრივი ტელევიზია, რადიო, გაზეთი, რეგიონული ბლოგები – საინფორმაციო საშუალებები, რომლებსაც „ცენტრი“ ვერ ამჩნევს, რეალურად არა მხოლოდ პერიფერიის სარკეა, არამედ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე ობიექტური „ჟამთააღმწერი“ – რომელიც ზუსტად ირეკლავს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ პრობლემებს“, – ასეთია ამ დოკუმენტური ფილმის ავტორების ხედვა.
დოკუმენტური ფილმის „არაცენტრალური მედია“ ავტორია დავით გურგენიძე, რეჟისორი – მირიან შენგელაია, პროდიუსერი ალექსანდრე ხარანაული, ოპერატორები მირიან შენგელაია და ნიკოლოზ ჭავჭავაძე.
„როგორ იბადებოდა საქართველოს რეგიონალური მედია? – ფენოვანი-2.10-ის პირველი სერიის პირველ ეპიზოდში „არაცენტრალური მედიის“ დაბადების შესახებ არის მოთხრობილი.
ფილმის მეორე ნაწილი გურია TV-ის (ოზურგეთი), TV 25-ის (ბათუმი), TV გურჯაანის (გურჯაანი), მეცხრე ტალღას (ფოთი) შესახებ გვიამბობს;
ხოლო ფილმის მესამე ნაწილში – მარნეული TV-ის (მარნეული), ტელეკომპანია თანამგზავრი (თელავი), ჩემი ხარაგაული (ხარაგაული), ოდიში TV (ზუგდიდი) თანამედროვე ფონაა აღწერილი;
დოკუმენტური ფილმის „არაცენტრალური მედია“ მეოთხე ნაწილი შემდეგ კვირაში გამოქვეყნდება.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მადლობას უხდის „რადიო თავისუფლებას“ და ფილმის „არაცენტრალური მედია“ შემოქმედებით კოლექტივს.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების