
covid-19-ის პანდემიამ უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური განათლების სისტემაზე და მსოფლიო მასშტაბით უამრავი ბავშვის განათლება დააზარალა.
სამწუხაროდ, საბავშვო ბაღებისთვის შექმნილი რეგულაციების სრული დაცვაც კი ვერ უზრუნველყოფს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ბაღში.
პანდემიის დაწყებიდან ერთ წლის განმავლობაში სკოლამდელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სულ 4-6 კვირა იმუშავეს, რაც აუნაზღაურებელი ზიანია ბავშვის განვითარებისთვის.
2021 წლის 4 ოქტომბერს საბავშო ბაღების გახსნის შემდეგ მათი დახურვის ტენდენცია მზარდია.
არაოფიციალური მონაცემებით, ბაღის პერსონალისა და აღმზრდელ-პედაგოგების მხოლოდ 20-დან 50%-მდეა აცრილი, რაც საგანგაშოდ მცირე რაოდენობაა საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად; მით უფრო, რომ ბოლო დროს გავრცელებული „დელტა“ შტამი ბავშვებისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანია და მათი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, განსხვავებით covid-19-ის ამ დრომდე არსებული შტამებისგან, უფრო მაღალია.
სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაცია მოგიწოდებთ საბავშვო ბაღის პერსონალს და მშობლებს, რომ ხელი შეუწყოთ covid-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საბავშვო ბაღში სიარულისა და განვითარების შესაძლებლობა.
უნდა ავიცრათ, რომ დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი სამუშაო ადგილები და დავიცვათ ბაღები დახურვისაგან.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთო, მშვიდობიან სასწავლო პროცესს.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება