

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება.
19 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში covid-19-ით ინფიცირების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 12 ბავშვია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი ხუთმა ადამიანმა დაამარცხა.
ხარაგაულში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე სულ 1639 შემთხვევა დაუდასტურდა. მათ შორის 1305 გამოჯანმრთელდა, 25 – გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 277 ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულთაგან სტაციონარში 33 პაციენტი მკურნალობს.
მიმდინარეობს სკოლების, საბავშვო ბაღებისა და მედპერსონალის ტესტირების პროცესი. გუშინ ხარაგაულისა და ბორითის კლინიკის პერსონალი გაიტესტდა. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების