

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემაჯამებელი ოქმები გამოსცა.
ხარაგაულის 2021 წლის მოწვევის საკრებულო 33 წევრიანია, მათგან 12 ქალია.
ხარაგაულის საკრებულოს 12 დეპუტატი ქალიდან 4 მაჟორიტარული სისტემით არის არჩეული, ხოლო 8 – პროპორციულით.
პარტიიდან „ქართული ოცნება“ პარტიული სიიდან ხარაგაულის საკრებულოში ხუთი ქალი შევიდა, „ნაციონალური მოძრაობიდან” – ორი, ხოლო პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“ – ერთი დეპუტატი ქალი.
ხარაგაულში 2017 წლის მოწვევის საკრებულოში ათი ქალი დეპუტატი საქმიანობდა, ხოლო 2014 წლის საკრებულოში – შვიდი. ოროვე მოწვევის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილე ქალი იყო.
2016 წელს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი ქალი წევრი ხარაგაულის საკრებულოში იყო.
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.