

დღეს, 4 ოქტომბერს, ხარაგაულში ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები ხელახლა გადაითვალეს.
განმეორებით გადასათვლელი უბნები საოლქო საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონით გამოავლინა.
48.05 მაქათუბნის, 48.26 ფარცხნალის, 48.29 წყალაფორეთის, 48.32 ხუნევისა და 48.36 ისლარის უბნების მონაცემების გადათვლისას ხარვეზები გამოვლინდა.
კერძოდ, 48.26 ფარცხნალის უბანზე იმ ბიულეტენებთან ერთად, რომელშიც ხმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისთვის იყო მიცემული, მითვლილი იყო „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატისთვის ხმამიცემული ერთი ბიულეტენი.
მეორე ხარვეზია ის, რომ იმ ბიულეტენებთან ერთად, რომლებშიც ხმა „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატისთვის იყო მიცემული, ნაცვლად ათი ცალისა, შეკრული იყო თერთმეტი ბიულეტენი. ამის გამო ამ მაჟორიტარობის კანდიდატს ერთი ხმა დააკლდა.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძის განმარტებით, ფარცხნალის საუბნო საარჩევნო კომისია შეადგენს შესწორების ოქმს, რომელსაც განიხილავს საოლქო კომისია და მიღებული განკარგულების შედეგად შემაჯამებელ ოქმში ცვლილებას შეიტანს.
დანარჩენ უბნებზე ხელახალი გადათვლის შედეგად ხარვეზი არ გამოვლენილა.
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით