

„ნაცმოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ #48.01 ხარაგაულის საარჩევნო უბანზე არჩევნები ყალბდება.
კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი რეგისტრატორი ზოგიერთ ამომრჩეველს შეგნებულად ორ ერთნაირ საარჩევნო ბიულეტენს აძლევს და ამას სისტემატური ხასიათი აქვს.
„რეგისტრატორმა, სავარაუდოდ, იცის, თუ ვის აძლევს კონკრეტული ამომრჩეველი ხმას, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – ამიტომაც ჩვენ მხარდამჭერებს ბიულეტენებს განზრახ უფუჭებს. თუ კონვერტიდან ხმის დათვლის პროცესში ორი ერთნაირი ბიულეტენი ამოვიდა, ყველა ბიულეტენი ბათილია“.
ავალიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ხარაგაულის #48.01 საუბნოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ინგა ვეფხვაძეს ვთხოვეთ. მან კომენტარისგან თავი შეიკავა.
ფოტოზე: ხარაგაულის #48.01 საარჩევნო უბანი
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის