

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„არ ვიცი, საკოორდინაციო საბჭო რამდენად გაითვალისწინებს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სანამ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ არ ჩამოვა და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, სკოლას უსაფრთხოდ ვერ განვიხილავთ.
27 აგვისტოს მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი 9.43%-ია.
ამიტომ სასურველია, რომ მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი აიცრას სკოლებში და საერთო ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს. მხოლოდ ასეთ სიტუაციაში განვიხილავთ სწავლის დასწრებული ფორმით განახლებას.
იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაშიც – დასწრებული სწავლებისთვის რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს – უნდა აიცრან არა მარტო პროფესორ-მასწავლებლები, არამედ ასევე სტუდენტები.
ქვეყანაში დღეს 150 000 სტუდენტია. კორონავირუსის დელტა შტამი ახალგაზრდებში ძალიან ადვილად ვრცელდება, ადვილად გადამდებია. ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი, ყველა სკოლა უსაფრთხო იყოს“.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების