

ინფიცირებულები დაბა ხარაგაულში, ვარძიაში, კიცხში, საღანძილესა და ახალსოფელში ცხოვრობენ.
ვარძიაში ერთი ოჯახის 4 წევრია კორონავირუსით ინფიცირებული, ახალსოფელში დაავადების ორი შემთხვევა დადასტურდა, დანარჩენგან – თითო-თითო.
ყველა მათგანს ვირუსი ინფიცირებული ოჯახის წევრისგან გადაედო.
ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე 1 058 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 840 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.
201 ინფიცირებულიდან კლინიკაში 23 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამჟამად ხარაგაულში თვითიზოლაციაში 168 პირია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების საშუალოდ 10 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ექიმი მოგვიწოდებს, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და რაც მთავარია, ავიცრათ!
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების