

ხარაგაულში პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის ერთ-ერთი პირველი ნომერი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე იქნება, – ამის შესახებ ხარაგაულის მერმა და ამავდროულად, მოახლოებულ არჩევნებზე მერობის კანდიდატმა, კობა ლურსმანაშვილმა 19 აგვისტოს სოფელ ჯაფაროულში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატისა და მერის შემდეგ, თქვენ არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიას ირჩევთ. ეს არის ჩვენი თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული სია.
ხარაგაულისათვის სიახლეა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გოჩა გიორგიძე შეემატება“, – აღნიშნა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.
თავად გოჩა გიორგიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
კობა ლურსმანაშვილმა ჯაფაროულელებს საკრებულოში საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით კიკნაძე წარუდგინა.
ფოტოზე: ამომრჩევლებთან შეხვედრა ჯაფაროულში
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე