

9 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 48 საათში, ხარაგაულში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი 2 წლამდე ასაკის ბავშვია.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, ჯაფაროულში, მაქათუბანში, ხიდარსა და უბისაში. მათგან ყველაზე მეტი – 6 შემთხვევა დაბა ხარაგაულში დაფიქსირდა, მაქათუბანში – 2, ხოლო სხვა სოფლებში თითო-თითო შემთხვევა.
ათივე ინფიცირებული საკუთარი ოჯახის წევრისგან დაავადდა.
შაბათ-კვირას ხარაგაულში ვირუსისგან არც ერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა; დაბა ხარაგაულში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის მამაკაცი კი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 101 ინფიცირებულია. მათგან 27 პაციენტი საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენები – სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟმად თვითიზოლაციაში 118 პირი იმყოფება.
პირველი დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსი 820 ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 702 გამოჯანმრთელდა; 17 პირი კი გარდაიცვალა.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია:
„ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული სწავლება