

ხარაგაულის თვითმმართველობა საგრანტო კონკურსში „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ მონაწილეობს.
კონკურსში წარდგენილია ორი პროექტი – ხუნევში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისა (სავარაუდო სარეაბილიტაციო თანხა 500 000 ლარი) და ხარაგაულის შესასვლელში „დევების“ სკვერის რეაბილიტაცია (სავარაუდო სარეაბილიტაციო თანხა 300 000 ლარი).
საგრანტო კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, წარდგენილი პროექტებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რისთვისაც ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი 24 ათას ლარზე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დევების ქანდაკებებთან უნდა მოეწყოს ახალი ლამპიონები, საპარკინგე ადგილი 3 ავტომობილზე, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცე, ძელსკამები, საინფორმაციო დაფა და სველი წერტილი. ასევე უნდა მოპირკეთდეს დევების ქანდაკებები.
ხუნევის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტაციის ღონისძიებები, შენობის ენერგოეფექტურობა, ხანძარსაწინააღმდეგო და სიგნალიზაციის სისტემების მოწყობა და სხვ.
ხუნევის საბავშვო ბაღისა და „დევების სკვერის“ სარეაბილიტაციო პროექტების მოსამზადებლად ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დამთავრდება.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
რის წარდგენას აპირებს ხარაგაული ევროკავშირის საგრანტო კონკურსში
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე