

20 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ხარაგაულში კორონავირუსი 7 ადამიანს დაუფიქსირდა. ეს შვიდი ინფიცირებული ორი ოჯახის წევრები არიან.
ერთი ოჯახი უბისაში, ხოლო მეორე – სოფელ ვანში ცხოვრობს.
უბისაში მცხოვრები ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ხოლო ვანელი რძალ-დედამთილის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
ხარაგაულში ვირუსის პირველიად დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსით 712 ადამიანი დაავადდა, მათგან 676 – გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.
დღეისათვის 20 ხარაგაულელი ინფიცირებულიდან 2 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მკურნალობს.
გუშინ, 19 ივლისს, ხარაგაულისა და ბორითის კლინიკების თანამშრომლებს კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ჩაუტარდათ. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
იმერეთის რეგიონი კორონავირუსის ახალ შემთხვევათა მაჩვენებელით (191 ახალი შემთხვევა) საქართველოში მესამე ადგილზეა. მას წინ თბილისი და აჭარის რეგიონი უსწრებს.
სულ დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2616 შემთხვევა დაფიქსირდა, 880 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა.

„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების