

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ინიციატივით, 4 ივნისს, სპორტსკოლის ეზოში ხატვის კონკურსი ჩატარდა. მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 28 მოსწავლე მონაწილეობდა.
ხატვის კონკურსში ჩაერთვნენ ხარაგაულის #2, ბაზალეთის, ბორის, ლეღვანის, ვარძიის, ხუნევის, მოლითის, ზვარის, მარელისის, წიფის, ლაშეს, კიცხის, ღორეშის, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებისა და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები.
კონკურსის მონაწილეებს შეეძლოთ აერჩიათ ორი თემიდან ერთ-ერთი – „პირველი ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“, ან „26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“. მოსწავლეთა ნამუშევრები ჟიურის წევრებმა – ზეინაბ ბუაჩიძემ, ჟუჟუნა კალანდაძემ, გია მეიფარიანმა და მანანა თხელიძემ შეაფასეს.
ხატვის კონკურსის გამარჯვებულები 9 ივნისს გამოვლინდნენ. უფროსკლასელებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
I ადგილი – თამთა პავლაძე (ბორის სკოლა, IX კლ.);
II ადგილი – ნინო მუმლაძე (ბორის სკოლა, VIII კლ.);
III ადგილი – ნათია გუდაძე (წიფის სკოლა, VIII კლ.).
უმცროსკლასელებს შორის გაიმარჯვეს:
სალომე კურტანიძემ (ღორეშის სკოლა, VI კლასი;
ნათია კვინიკაძემ (ლაშის სკოლა, VI კლ.);
ანასტასია ბერაძემ (კიცხის სკოლა, VI კლ.).
ჟიურიმ თავისი ფავორიტი კონკურსანტები გამოავლინა:
ნინო შარიქაძე (ლეღვნის სკოლა, IX კლ.);
თეონა ჭიპაშვილი (გიმნაზია, IX კლ.);
გიორგი გუნთიაშვილი (ზვარის სკოლა, X კლ.);
ლუკა ჯამაგიძე (მოლითის სკოლა, VI კლ.).
გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების