

დღეს, 20 მაისს, საქართველოს სკოლებში მეთორმეტეკლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლა 138 მოსწავლემ დაამთავრა. პანდემიის გამო მეთორმეტეკლასელები სკოლებს მოკრძალებული ღონისძიებებით დაემშვიდობებიან.
ლაშისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლას წელს თითო-თითო მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. ყველაზე მეტი კურსდამთავრებული წელს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლას ჰყავს – ამ სკოლას 16 მეთორმეტეკლასელი ემშვიდობება.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ანი მეიფარიანისთვის სკოლის დამთავრება მომავლისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს ნიშნავს.
„ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. მიხარია, რომ ასეთ კარგ სკოლაში ვსწავლობდი. თითოეულ პედაგოგს ჩვენზე ძალიან დიდი ამაგი აქვს და მგონია, რომ უნივერსიტეტში მომზადებულები მივდივართ“, – ამბობს ანი მეიფარიანი.
„სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე იცვლება, ვხვდებით ზრდასრული ადამიანები, გვაქვს უფრო მეტი უფლებები და მეტი პასუხისმგებლობები,“ – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიგა ხიჯაკაძე.
„ყველა ჩემს თანატოლს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ცხოვრებაში, იმედი მაქვს, რომ ავიხდენთ იმ სურვილებს, რაც მთელი გულით გვსურს,“ – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანა კვინიკაძე.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების