

ხარაგაულის საავადმყოფოში კორონავირუსზე აცრები კვირაში ორ დღეს – სამშაბათსა და ხუთშაბათს ტარდება.
14 მაისის მდგომარეობით, ჩინური ვაქცინა სინოფარმით ხარაგაულის საავადმყოფოში 116 პირი აიცრა, მათი უმრავლესობა რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეა.
„დღეში 30 პირს ვცრით, – ამბობს ექთანი შორენა ლოლაძე, – აცრამდე ოთხი მოქალაქის გამოკითხვისას გამოირკვა, რომ მათ აცრას, შესაძლოა, უკუჩვენება მოჰყოლოდა. ამიტომ არ ავცერით.
ხარაგაულის საავადმყოფოში სინოფარმზე აცრისთვის 27 მაისის ჩათვლით ყველა ადგილი დაჯავშნილია“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 81 076 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 13 507 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
ფოტოზე: კორონავირუსზე აცრის წინ, ხარაგაულის საავადმყოფოში
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების