

ინფიცირებულები კიცხში, ლაშესა და ბორითში მაცხოვრებლები არიან.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე სულ 609 პირი დაინფიცირდა. მათგან 555 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 24 პირი იმყოფება.
40 ინფიცირებულიდან 9 თერჯოლის საავადმყოფოში მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის შემდგომ მათთან თბილისიდან სტუმრად მყოფმა ხუთმა მოქალაქემ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. ხუთივეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს – თავი უნდა ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებსა და წვეულებებს, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ჰიგიენა და სოციალური დისტანცია.
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების