
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის მარტში საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 47 ფაქტი, იმერეთში – 39 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 33 ფაქტი, ქვემო-ქართლში – 28, შიდა ქართლში – 20, აჭარაში – 12, რაჭა-ლეჩხუმში ქვემო სვანეთში – 8 და მცხეთა-მთიანეთშიც 8 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 400 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 11 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი (ხე-ტყის უკანონო ჭრა – 4 ფაქტი, უკანონო ტრანსპორტირება – 4 ფაქტი) გამოვლინდა. მარტში ხარაგაულში გამოვლენილია სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 1 ფაქტი.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა