

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის, ბიუროს ამოქმედებიდან სამ თვეზე მეტი გავიდა.
ბიუროს ხელმძღვანელი ხარაგაულში ნანა ცხვედაძე ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დეპუტატი მოქალაქეებს ბიუროში ორჯერ შეხვდა.
„სულ ოცდაათი მოქალაქე მივიღეთ, – ამბობს ნანა ცხვედაძე, – ორმა მოქალაქემ წერილობითი განცხადებით მოგვმართა. ძირითადად დასაქმებას, სოციალური საკითხების, რკინიგზისა და საავტომობილო გზის მშენებლობის გამო წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. სოფლებში გასვლითი შეხვედრები, ჯერჯერობით, არც გვქონია და უახლოეს მომავალში არც არსად დაგვიგეგმავს.
ხარაგაულში მოქალაქეების მიღების კონკრეტული დღე დეპუტატს არ დაუნიშნავს, რადგან სამი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარია და ამავე დროს, საპარლამენტო თანამდებობას იკავებს – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა“.
ხარაგაულში მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო 09:30 საათიდან 18:30 საათამდე მუშაობს.
ბიურო ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. ნანა ცხვედაძესთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონით შემდეგ ნომერზე 577 61 33 92.
ფოტოზე – მაჟორიტარი დეპუტატის ხარაგაულის ბიუროს ხელმძღვანელი ნანა ცხვედაძე თანამშრომლებთან – ნინო ჭიპაშვილთან და პავლე თავზარაშვილთან ერთად
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე