

ხარაგაულის აგრარული ბაზრიდან ბაზალეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, უხვი წვიმების შემდეგ, ნაპრალი გაჩნდა.
ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ გზის ეს მონაკვეთი წაიღოს.
„პრობლემა სერიოზულია, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ გზის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე „საქართველოს რკინიგზას“ სპეციალისტებმა.
ეს გზა სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივაა. საყრდენი კედელიც „საქართველოს რკინიგზას“ აშენებულია.
უახლოეს ხანში ველოდებით სამინისტროსგან და „საქართველოს რკინიგზადან“ პასუხს, თუ რა ტიპის დახმარებას აღმოგვიჩენენ გზის რეაბილიტაციისა და საყრდენი კედლის გასამაგრებლად“.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე