

დღეს, 18 მარტს, ხარაგაულში, ვანში, ხონში, ბაღდათსა და ტყიბულში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. ამით ვაქცინაციის პროცესში იმერეთი მთლიანად ჩაერთო.
ვაქცინაციის პროცესი გუშინ დაიწყო სამტრედიაში, საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, წყალტუბოში, თერჯოლაში. მესამე დღეა, კორონავირუსზე ვაქცინაცია მიმდინარეობს ქუთაისის ოთხ კლინიკაში.
მუნიციპალიტეტებში კორონავირუსზე აცრის პროცესი რაიონულ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში ტარდება.
პირველ ეტაპზე იმერეთის რეგიონში შემოტანილია 5 550 ვაქცინის დოზა.
ამ მომენტისთვის იმერეთში ჯანდაცვის სფეროს 190 წარმომადგენელია აცრილი. ვაქცინაციის შემდგომი გართულება არ დაფიქსირებულა.
„ვაქცინაცია იმერეთში წარმატებით მიმდინარეობს, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე, – მინდა მოვუწოდო სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას, მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. ვაქცინაცია, პირბადის სწორად გამოყენებასთან ერთად, ერთადერთი გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად“.
ლიკა ხიჯაკაძე
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების