

რიკოთის ავტობანის მშენებელ კომპანიას ვერტყვიჭალასა და ბორითში მიწის ნაკვეთებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა იჯარით გადასცემს.
ვერტყვიჭალაში 1 085 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მშენებელმა კომპანიამ სანაყარო უნდა მოაწყოს. წელიწადში ის ამ ფართის დაქირავებისთვის 2 424 ლარს გადაიხდის.
ბორითში 599 კვმ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კონსტრუქცია მოეწყობა. მიწის ამ ფართობის წლიური გადასახადი 1 932 ლარია.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ალავიძის ინფორმაციით, მიწის ფართობების ღირებულება აუდიტის სამსახურმა შეაფასა, ხოლო იჯარის წლიური თანხა – საერთო ღირებულების 6% – საკრებულომ დაამტკიცა.
მიწის ნაკვეთებს მშენებელი ორი წლის ვადით გამოიყენებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ის ვალდებული იქნება, მათ პირვანდელი სახე დაუბრუნოს.
ხევი-უბისას გზის მონაკვეთს ჩინური კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ ახორციელებს.
ეს საკითხი დღეს, პირველ თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. საბოლოო გადაწყვეტილებას 4 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.
ნინო კაპანაძე
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,