

იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთსა და შიდა ქართლში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი განიცდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობას, არის ვეტერინარების დეფიციტი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა მელიორაციის მიმართულებით, არასაკმარისია სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიები და ხილის გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობები, სხვადასხვა მიმართულების სანერგე მეურნეობები, პრობლემურია სასუქის ხარისხი, მიწის რეგისტრაციის საკითხი და სხვა.
ამის შესახებ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ონლაინშეხვედრაზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ცალკეული მხარე ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემების წინაშეც აღმოჩნდა, რომელთა გადაჭრაში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ. მათ შორისაა, ყურძნის ხარისხის შემოწმების, ქარსაცავი ზოლების მართვის სისტემის შემუშავების, სავარგულების გადაწვის და წყალსაცავის, იხტიოლოგების, სადაზღვევო პროდუქტების, სახიფათო ნარჩენების და სხვა საკითხები.
„შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, გვექნება კომუნიკაცია სამინისტროსთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხოთ მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა, მოვიზიდოთ დონორები, ფერმერთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ხელი შევუწყოთ მათ სწავლებას და სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას.
გუბერნატორებისგან წამოსული არცერთი წინადადება არ დარჩება ჩვენი ყურადღების მიღმა და ვეცდებით, საპარლამენტო ფორმატში გადავჭრათ წამოჭრილი საკითხები“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,