

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მთის ეროვნულ საბჭოში შემავალ პარლამენტის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვას დაეთმო.
მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა კომიტეტის წევრებს სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო და იმ ძირითად მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება მომავალი სამი წლის განმავლობაში იგეგმება.
მზია გიორგობიანის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა სამ ძირითად მიზანს:
სამოქმედო გეგმის ფარგლებში 51 აქტივობის განხორციელება იგეგმება, რომელთა უზრუნველსაყოფად, სამი წლის განმავლობაში, 956 მლნ. ლარი დაიხარჯება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გეგმით განხორციელებული ღონისძიებების მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების კუთხით მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, სტრატეგიაში ასახული აქტივობები 1798 მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებზე გავრცელდება, რომელიც საქართველოში არსებული სოფლების 48%-ს შეადგენს და მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე პარლამენტის წევრები წარმოდგენილ პროექტს დეტალურად გაეცნობიან და მთის ეროვნულ საბჭოს და სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს გადაუგზავნიან.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე