

20 იანვრის მდგომარეობით, ხარაგაულში კორონავირუსით 62 ადამიანია ინფიცირებული. ხარაგაულში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 470 ადამიანს დაუფიქსირდა. მათგან 400 უკვე გამოჯანმრთელდა, 8 – გარდაიცვალა.
აქტიური შემთხვევებიდან 6 ინფიცირებული კოვიდკლინიკებში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულში ამ ეტაპზე 51 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია.
„ტესტირებები საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, ხარაგაულის კოვიდკლინიკასა და ახლა უკვე ბორითის კოვიდკლინიკაში ყოველდღე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების ჩათვლით, უფასოდ კეთდება, – ამბობს ნინო ყიფშიძე, – ბოლო პერიოდში კორონავირუსი, ძირითადად, კოვიდინფიცირებულების ოჯახის წევრებს უდასტურდებათ.
ორშაბათობით ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს PCR ტესტირება უტარდება. 18 იანვარს ჩატარებული ტესტირებებიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ვფიქრობ, რომ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირება დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება“.
თამთა გოგოლაძე
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,