

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, 18 იანვრამდე საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია.
ვის და როგორ მიმართონ მოქალაქეებმა, თუ მერიიდან ან საკრებულოდან გადაუდებელი მომსახურების მიღება სურთ, – ამ შეკითხვით მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, კახა გოლუბიანს მივმართეთ.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერიაში ყველაზე ხშირად მოსახლეობა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს აკითხავს. მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებისთვის საგარანტიო დოკუმენტის მიღება სჭირდებათ. ამიტომ ამ სამსახურში ერთი თანამშრომელი მუდმივადაა.
„შეუფერხებლად მუშაობს კანცელარია, – ამბობს კახა გოლუბიანი, – მერიის სხვა სამსახურებში, საჭიროების მიხედვით, ერთი ან ორი თანამშრომელია. მე მუდმივად, დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე სამსახურში ვიმყოფები“.
დებულების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები ყოველი თვის პირველ ორშაბათს იმართება. საკრებულოს აპარატიდან მოპოვებული ინფორმაციით, საქმიანობას 18 იანვრიდან განაახლებენ. საკრებულოს მორიგი სხდომა კი 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ნინო კაპანაძე
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე