

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას ტოვებს.
ის საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ის საბოლოოდ ტოვებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას და პოლიტიკას.
„ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები,“ – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი წერილში, – პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი“.
ღია წერილში ივანიშვილი 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიმოიხილავს და მას ისტორიული მნიშვნელობისას უწოდებს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.