
14 დეკემბრიდან სარგვეშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.
ისევე, როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ დანარჩენ 25 სკოლაში, ამ დრომდე, სწავლა აქაც დისტანციურად მიმდინარეობდა.
სარგვეშის ცხრაწლიან სკოლაში 11 მოსწავლეა და მათ ოჯახებს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ.
ყველა პედაგოგი, ინგლისური ენის მასწავლებლის გარდა, ამავე სოფლის მკვიდრია.
14 დეკემბრიდან დისტანციურად მხოლოდ ინგლისური ენის გაკვეთილები გაგრძელდება და მასში მოსწავლეები სკოლიდან ჩაერთვებიან.
რესურსცენტრის უფროს მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სარგვეშის სკოლის დირექციამ საკლასო ოთახებში გადანაცვლების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან კონსულტაციით მიიღო. ამ სოფელში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება, ჯერჯერობით, დაბალია.
ხარაგაულში მოქმედ დანარჩენ სკოლებში სწავლა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება.
ნინო კაპანაძე
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან