

ბოლო 48 საათში ხარაგაულში კორონავირუსი ლაბორატორიულად 18 პირს დაუდასტურდა და ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა. მათგან 72 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
დაავადებულთაგან 8 პირი კლინიკაში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები – ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, მაქათუბანში, ღარიხევში, კიცხში, ფარცხნალში, ლახუნდარაში, ზარანსა და ჭარტალში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 222 პირი იმყოფება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,
18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია