

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარაგაულში ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ხარაგაულში კოვიდ-19-ის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 185 ინფიცირებულია. დღეს ხარაგაულში არც ერთი ინფიცირებული არ გამოჯანმრთელებულა.
იზოლაციაში გადაყვანილია 193 პირი. 120 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოში 6 დაავადებული მკურნალობს ხოლო 114 ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, ღარიხევში, ვარძიაში, ლახუნდარაში, ლაშეში, ზედუბანში, ლეღვანსა და ხიდარში.
თამთა გოგოლაძე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის, ვარძიის, ხევის, ლეღვანის,
18 ნოემბერი სექსუალური ექსპლუატაციისა და
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული
ხარაგაულში მცხოვრები მარინა გოგია, ერთ-ერთია