

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან ათ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათ შორის:
„24 ნოემბერს ხარაგაულის ექვს სკოლაში (ხარაგაულის #2 და #3, წიფის, საღანძილეს, ვახანის სკოლები და სასულიერო გიმნაზია) სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე, – თუმცა, ხარაგაულის #2 სკოლასა და გიმნაზიაში ძალიან ცოტა მოსწავლე გამოცხადდა. ამიტომ ეს სკოლები კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
ხარაგაულელი მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ონლაინ სწავლებისთვის ინტერნეტსა და კომპიუტერზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომ ურჩევნიათ, რომ მათმა შვილებმა სკოლაში იარონ. მშობელთა ნაწილი კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეშინებულია.
რა ფორმით გაგრძელდება სწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში, ეს მთლიანად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის #2 სკოლა
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,