
დღეს, 7 ნოემბერს, ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ხარაგაულის საზოგადოებრიცი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის, ინფორმაციით, სამივე ახალი ინფიცირებული კორონავირუსით დაავადებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით ბინაზე მკურნალობენ.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 74 ადამიანია.
7 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულ ხარაგაულელთაგან არავინ გამოჯანმრთელებულა.
ხარაგაულში სულ კორონავირუსით 28 პირი დაავადდა. მათგან, ჯერჯერობით, მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა.
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე, წყლის მილის დაზიანების
ორ თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის ტროტუარზე,
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის,
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე